Skip to content

Your Alert Header

©მასალების კოპირების ან ინტერპრეტირებისას წყაროს მითითება სავალდებულოა. ©

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა

იანვარი 25, 2013

      საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, კავკასიაში. ევროპისა და აზიის გზათა შესაყარზე, კავკასიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. კავკასია მოიცავს ტერიტორიას შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად, ჩრდილოეთ, ანუ იმიერკავკასიად და სამხრეთ, ანუ ამიერკავკასიად ყოფს. ჩვენი ქვეყანა ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

      პასუხი მუდმივ კითხვაზე, საქართველო ევროპაში მდებარეობს, თუ აზიაში, ერთმნიშვნელოვანი იქნება, თუ მას კავკასიის მდებარეობას დავუკავშირებთ. – საქართველო კავკასიის შემადგენელი ნაწილია, კავკასია კი ევრაზიის ყელზეა განლაგებული. ევროპასა და აზიას შორის საქაღთველოს გეოგრაფიული მდებარეობის უფრო კონკრეტული განსაზღვრა პირობითია, თუმცა თავად საქართველო არჩევანს ევროპის სასარგებლოდ აკეთებს. წაიკითხე მეტი

შიმშილის წელი.

იანვარი 1, 2013


გილოცავ 2013 წლელს, ჩემი ძვირფასო მკითხველო, ალბათ ნაბახუსევი ხარ არა? ოხ ეს ქართველები! გვიყვარს სმა, მითუმეტეს დღესასწაულებზე. გოზინაყი გეგემრიელა? ნუ ეხლა გოზინაყის კეთება ვიცით , დედის ან მეოჯახ ცოლის გაკეთებულ გოზინაყს, მართლაც, არაფერი არ ჯობია. თუ ნაბახუსევი ხარ , ალბათ, ლიკანი დალიე არა? არა, კაცო, ბორჯომი მაინც სულ სხვაა, მაგრამ ნაბეღლავიც კარგია.

წაიკითხე მეტი

ლაზარე!

დეკემბერი 23, 2012

ლაზარე

პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თქვენ, ძვირფასო მკითხველო. მოგეხსენებათ ბლოგი გადასულია პასიურ მდგომარეობაში, ამიტომაც  ახალი პოსტებს ძალზე იშვიათად ვანთავსებ.

   ამ პოსტში მინდა გიამბოთ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაზარეზე”.  სრული სახელი : ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება “ლაზარე”.

საიდან გავიცანი ან რა მაკავშირებს ამ, არასამთავრობო, ორგანიზაციასთან? როგორც მოგეხსენებათ, მე , არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ახლო ურთიერთობა მქონდა  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში და ვცდილობ დღესაც შევინარჩუნო ეს ურთიერთობა,  რადგან ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია ეს ხომ მეგობრობაა. წაიკითხე მეტი

წარსულის ამაყი აჩრდილები!

აგვისტო 13, 2012

cccr

    გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა, ლუკმა პურის ძიებაში გადაკარგული ქართველები, მათხოვრები… დაღლილი გლეხები, თეთრებად გაყიდული საქონელი, ოფლით მორწყული მიწა, ცრემლ-ნარევი სისხლით მოპოვებული ლუკმა, ბღავილი, ყვირილი, კივილი, ბაბუა-ბებიების ჩიჩინი, ეს რა ცხოვრებაა? ეს რა დროა? გაზრდილი პენსიები, გაზრდილი ხელფასები, დაგებული გზები, აშენებული ქალაქები, ბედნიერი ღიმილები, დაკარგული მიწები, კარს მომდგარი არჩევნები და პატიები, ციფრები, ციფრები და ისევ ციფრები.. აი პარტიები და მათი ციფრები…

(არაა სავალდებულო წაიკითხოთ, უბრალოდ გადაავლეთ თვალი)
წაიკითხე მეტი

ADJARABET.COM-ვირტუალური რეალობა?!

ივნისი 20, 2012

          სანამ უშვალოდ დავიწყებდე საუბარს ჩემო ძვირფასო მკითხველო, მინდა  ორიოდე სიტყვით მოგიკითხოთ და მოგიბოდიშოთ ჩემი ასე უცაბედი გაქრობის გამო. რას ვიზამთ ხდება ხოლმე, ეხლა კი მოდი გაგაცნოთ თუ რას ეხება დღევანდელი პოსტი.

როგორც მოგეხსენებათ ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს – კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს.  დღეს-დღეისობით  ლუდომანია ისეთივე სენია როგორც  ნარკომანია, მაგრამ უფრო ფართოდ გავრცელებული. წაიკითხე მეტი

Travel-წამო გავიქცეთ!

იანვარი 3, 2012

ქალაქი, ხმაური, ყოველდღე ერთი და იგივე.

დილა: 9.30mp სკოლა,

11 წელი ერთი და იგივე გარემო, სახეები. გინდა გაიქცე სამდე დაიმალოსადაც სიჩუმეა. სიმყუდროვეს მანქნის ხმაური არღვევს, ქუჩაში ყვირილი, ღრიალი, ხმაური.

არა მე სიჩუმე მინდა, შორს აქედან!!

==============================

მინდა შემოგთავაზოთ, ამ ქვეყნიური სამოთხეები. თუ რა დაგვიჯდება სამოთხესი მოხვედრა!

ფული ჯოჯოხესთაც ანათებსო-ბრძნული ანდაზა
წაიკითხე მეტი

ერთობლივი წარმატება!

დეკემბერი 10, 2011

9/12/11

9 დეკემბერი. 1.45 pm.

როგორც მოგეხსენებათ, ბლოგი იყო შექმნილი ამ კონკურსის ფარგლებში, რომელიც მინდა გაცნობოთ, რომ დასრულდა. თვითონ კონკურსი იყო გამოცხადებული 5 მომინაციაში, ესენია :

1) ახალგაზრდა ომბუდსმენი (ადამიანის უფლებათა დამცველი)

2) ახალგაზრდა მოხალისე

3) მოქალაქე ჟურნალისტი

4) ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი

5) ბუნების დამცველი

ჩემი ბლოგი ღებულობდა მონაწილეობას, ნომინაციაში : მოქალაქე ჟურნალისტი. მოკლედ შეგახსენებთ თუ რა ევალებოდა ჩემ ბლოგს და მის ავტორს  ანუ მე. წაიკითხე მეტი

%d bloggers like this: