შიგთავსზე გადასვლა

რას კითხულობ შენ შვილო ჩემო?

ნოემბერი 9, 2011

    ჩემო ძვირფასო მკითხველნო, პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ
“გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.”

    გეცოდინებათ, რომ ეს სიტყვები ეკუთნის მარკ ტვენს. ჩემო მარკო, მინდა იცოდე, სულაც არ იყავ მტყუანი როდესაც ამას ამბობდი. ვიცი ბევრი წიხლიც მომხვდება, ბევრი სიტყვაც, ლანძღვაც, მარგამ რა ვქნა?

    პირდაპირ გკითხავ, რას კითხულობ შენ? ისევ იმ ცოცხზე ზიხარ და შელოცვებს სწავლობ თუ გაფაციცებით იყურები იქით-აქეთ ვამპირების მომლოდინე?

   აჰ, შვილო როდემდე გიმეორო ასე არ გამოვა, სკოლაში შენ ისტორია არ გიყვარს, ყურში ნაუშნიკი გაგირჭვია, დაგიკავებია საიდღანაც მოთრეული ეს წიგნი და უაზრობას კითხულობ, რა თაობა მოდის მოკლეთ სულ გადავშენდით ეს ქართველები!

    ეს პრობლემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია, აქტუალურია რადგან შიშით ვერ მითქვამს ჩემი მეგობრებისათვის წაიკითხონ ქართული ისტორიული რომანი. ამ უცხოურ წიგნებს კი გენაცვალე 5-ჯერ მაინც კითხულობენ, ამთავრებენ ხელახლა და ა.შ მარტო ჰარი პოტერი 11 ჯერ მიანც ექნებათ წანაკითხი და ეხლა რამდენი ტომია? უჰ,, არა ყველას გულდასმით კითხულობენ, ამთავრებენ კიდევ კითხულობენ, ამთავრებენ კიდევ კითხულობენ სადღაც ასე + უსასრულობისკენ) არ გეგონოთ, რომ სხვა წიგნებსაც არ კითხულობენ, კითხულობენ. ვურჩიე რემარკის 3 მეგობარი, მშვენიერი რომანია მართლაც! დამიჯერეთ მოეწონათ (ვის არ მოეწონებოდა, მაგრამ მათში ქართული წიგნის სიყვარული ვერ ჩავნერგე, ამიტომ უცხოური ვურჩიე) ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამაინტერესა ჩემს გარემოცვაში ჭირს ეს თუ ზოგადად, ამიტომ მივენდე გამოკითხვას. შედეგები ასეთია:

შეკითხვა: სადაურ ლიტერატურას კითხულობთ?

სულ შემოსული იქნა 156 ხმა, აქიდან:

ხმათა 70.5 % კითხულობს უცხოურ ლიტერატურას ანუ 110 ადამიანი
ხმათა 29,5 % კითხულობს ქართულ ლიტერატურას ანუ 46 ადამიანი

შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ გამოკითხვაში, პასუხის გასაცემად დააწკაპუნეთ

    ჩემო ქართულო წიგნო, მე მესმის შენი. ვიცი შენ რამდენი მტერიც გყავს, ჯერ ეს კომპიუტერიო და შენ ვინ შემოგხედა. მერემც და მერემც რაღაც დონეზე მოზარდმა თაობამ დაიწყეს წიგნების კიტხვა და რას ვხედავთ ? აქიდან ცოცხზე ამხედრებულნი დაფრინავენ და “Accio”-ს გაიძახიან! ვაი თქვე მართლაც “Accio”. (თუ არ იცით რას ნიშნავს ეს სიტყვა, იხილეთ ჰარი პოტერის შელოცვების კრებული დააჭირეთ)

ერთი კითხვა მაქვს? რატომ ჯობია ლამაზად შეფუთული ნაგავი, ძვირფას თუ ის ცუდად შეფუთულია?

  • ბაში-აჩუკი
  • დავით აღმაშენებელი (რომანი)
  • დათა თუთაშხია
  • დიდოსტატის მარჯვენა
  • ვენერას სიზმარი (რომანი)
  • ისპაჰანის ბულბულები
  • სამოსელი პირველი
  • სპირალი (რომანი)
  • ფრენა უკასრო
  • ჯაყოს ხიზნები
  • ===================|
  • ალუდა ქეთელაური
  • აჩრდილი (პოემა)
  • ბახტრიონი (პოემა)
  • ვეფხისტყაოსანი
  • სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
  • სტუმარ-მასპინძელი
========================|
    იცით რაში მდგომარეობს საქმე? სულაც არ ვერჩი ამ უცხოურ ლიტერატურას, პირიქით. არ ვერჩი არც ჰარი პოტერს და არც ბინდს. არ გერჩით თქვენ და არ გედავებით, უბრალოდ შენ ქართველი ხარ, მე ქართველი ვარ, ჩვენ ქართველები ვართ. შენ და მე ანუ ჩვენ თუ არ ვიცით ქართული ,მაშ რაში გვარგია ჩვენ უხოური?
========================|
დაეხმარე ბლოგს. დააფიქსირე კომენტარი და გაუზიარე სხვებს!
---------------------------------------------
---------------------------------------------
23 Comments leave one →
  1. ნოემბერი 9, 2011 7:37 PM

    მე ქართულსაც ვკითხულობ და უცხოურსაც…გააჩნია ოღონდ რა არის(ანუ ავტორი და ხარისხი :დ)

    • ნოემბერი 9, 2011 7:41 PM

      ყველა ამას როგორ უნდა ამბობდეს ! : )

      • mzime) permalink
        მარტი 7, 2012 4:53 PM

        ქართულიც უნდა ვიკითხოთ და უცხოურიც,რა არის ამაში ცუდი?

      • მარტი 9, 2012 4:56 PM

        ამაში არც არაფერი 😉

  2. Keti permalink
    ნოემბერი 10, 2011 6:11 AM

    ჰარი პოტერამდე და ბინდამდე უამრავი რამ არის წასაკითხი უცხოური ლიტერატურიდან, კლასიკოსებიდან დაწყებული. უცხოური კარგი ლიტერტაურის წაკითხვა აუცილებლად ჩამოაყალიბებს გემოვნებას იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს ადამიანმა. იმ პათოსით, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ქართული უნდა ვიკითხოთ, ნუ იქნებით მკითხველები. დაბალანსება აუცილებელია. სხვათა შორის, პოტერი და ბინდი არ არის კარგი ლიტერატურა, ეს უბრალოდ ბესტსელერებია, რაც კარგს სულაც არ ნიშნავს : )

    • ნოემბერი 10, 2011 12:15 PM

      “დაბალანსება აუცილებელია”

      მართალი ხარ .ამაში, და რაც შეეხება ამას “უბრალოდ ბესტსელერებია, რაც კარგს სულაც არ ნიშნავს : )” ამაშიც მართალი ხარ, მარგამ აბა და გაუბედე და შეედავე არ არის კარგი ნაწაროებიო მათთვის ვინც ამათი ფანია? იგივე გამოვა, რომ კედელს ცერცვი შეაყარო.

  3. ნოემბერი 10, 2011 9:10 AM

    შენ გინდა თქვა, რომ ბაში აჩუკის, ჯაყოს ხიზნების და ვეფხისტყაოსნის თავისუფალ ლიტერატურად კითხვა ნორმალურია? 🙂 ჩემთვის არა. ეს ალბათ იმიტომ, რომ სკოლაში მასწავლიდნენ და თანაც ძალით.

    აბიტურიენტობის დროს რომ არ მესწავლა, შეიძლება თავისუფალ დროს წამეკითხა კიდეც, მაგრამ არა ახლა.

    • ნოემბერი 10, 2011 12:19 PM

      “შენ გინდა თქვა, რომ ბაში აჩუკის, ჯაყოს ხიზნების და ვეფხისტყაოსნის თავისუფალ ლიტერატურად კითხვა ნორმალურია?”

      ყველა წიგნს მართლაც, რომ გააჩნია ასაკი, ანუ რთული ნაწარმოებებია რადგან რთულად ვუდგებით. თავოსუფალ ლიტერატურად რა მოგახსენო, ეგ პიროვნების გადასაწყვეტია, მემგონი თუ ერთხელ გაუგებ მერე სულაც არ არის რთული, მთავარია გულის ყურით წავიკითოთ და არა საჩინო სასმენელით : )

  4. ნოემბერი 10, 2011 10:40 AM

    ხალხს რაც სიამოვებს კითხულობს იმას, ამას ვერანაირი გამოკითხვები და სტატიები ვერ უშველის. არამგონია მასეთი რადიკალური მკითხველი არსებობდეს საქართველოში, რომ თქვას მარტო უცხოურს ვკითხულობ, ქართული რად მინდაო. ეს უკვე არაა მკითხველი და ბევრიც არ მოეთხოვება, ასე, რომ მაგაზე ნერვებს ნუ აიშვლი.

    შენ დასაცინ ობიექტს, “ჰარი პოტერს” კი respect!

    • ნოემბერი 10, 2011 12:21 PM

      “არამგონია მასეთი რადიკალური მკითხველი არსებობდეს საქართველოში, რომ თქვას მარტო უცხოურს ვკითხულობ, ქართული რად მინდაო. ”

      არამგონია ქართულზე უარი თქვას, გადახაზოს, მაგრამ სულაც არ აქვს ის ინტერესი რაც ალბათ უნდა ჰქონდეს. : )))

  5. NaTa QiRiA permalink
    ნოემბერი 10, 2011 12:28 PM

    რათქმაუნდა ქართულ წიგნებს ვკითხულობ, მაგრამ ჩემი აზრით უცხოური ლიტერატურა გაცილებით საინტერესოა ვიდრე ქართული.. რაც შეეხება ჰარი პოტერს 11-ჯერ კიარა ლამის მე-100-ჯერ წავიკითხო… ძალიან მომწონს და რა ვქნა…არ ვიცი რატომ, მაგრამ ქართული წიგნების სია, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი ჩემთვის უინტერესოა და მაგათ მირჩევნია 101-ჯერ დავიწყო ჰარი პოტერის კითხვა…

    • ნოემბერი 11, 2011 1:37 PM

      უნერესო ერთია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ აქ იმაში არის საქმე, რომ ქართულ სემოქმედებას უნდა იცნობდე, ძალიან ცუდია როდესსაც მხოლოდ უცხოურზე ხარ მიჯაჭვული

  6. tsotnee permalink
    ნოემბერი 10, 2011 1:01 PM

    ხო ქართველებს ნამდვილად გვჭირს ხამობა! ყველაფერ უცხოურზე გიჟდებიან! მე ქართულსაც ვკითხულობ და უცხოურსაც! 😉

    • ნოემბერი 11, 2011 1:35 PM

      რა თქმა უნდა ორივე უნდა იკითხო, შეიძლება მოგწონდეს უცხოური , მისაღებია ეგ, მარგამ ეს იმას არ ნჳშნავს რომ ართული გძულდეს

      • tsotnee permalink
        ნოემბერი 11, 2011 4:31 PM

        მამდვილად! 😉

  7. ნოემბერი 10, 2011 8:50 PM

    ვგიჟდები უცხოურ ლიტერატურაზე, მაგრამ სულ არ მიშლის ხელს, რომ სულ ცოტა 20ჯერ მაინც მქონდეს წაკითხული:დათა თუთაშხია, გველის პერანგი, გამსახურდიასა და ჯავახიშვილის თითქმის ყველაფერი და ა.შ. და ა.შ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს: ))

    • ნოემბერი 11, 2011 1:38 PM

      ჰო, მეც იმას ვამობბო, რომ ერთის კითხვამ არ უნდა გამორიცხოს მეორეს კითხვა, აი ეს რა მაგარია და მანდ მთავრება ყველაფერი ეს არასწორია

  8. ლიტერატურა permalink
    ნოემბერი 12, 2011 7:43 AM

    “იმ პათოსით, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ქართული უნდა ვიკითხოთ, ნუ იქნებით მკითხველები” მე სავსებით ვეთანხმები ამის დამწერს მართალია ქართულიც ბევრი გვაქვს კარგი მაგრამ უცხოური უკეთესებიც არსებობს. მაგრამ რაც შეეხება ამ ბესტსელერებს მათ მხოლოდ შეიძლება ვუწოდოთ “ლიტერატურული ნაგავი” რომლითაც გავსებულია დღეს საქართველოს წიგნის მაღაზიები, არა მარტო ჰარი პოტერი და ბინდი ამაზე საშინელი ნაგავი ქართველებსაც მოგვეძებნება თუნდაც “უსექსობა პატარა ქლაქში” და ა.შ.

    • ნოემბერი 12, 2011 11:28 AM

      არის ასეთი წიგნები, მარგამ არის მშვენიერი წიგნებიც რომელთავ ნაგავს ვამჯობინებთ : )))

  9. ნოემბერი 13, 2011 8:17 PM

    სპირალმა გასაკუთრებულად დაამშვენა ეგ ჩამონათვალი

    • ნოემბერი 14, 2011 2:43 PM

      თავისთავად, მშვენიერი რომანია, ფილმიც მშვენიერია, მაგრამ წიგნის დონემდე ვერ მივა!

  10. აგვისტო 14, 2012 9:23 PM

    მე მიმაჩნია , რომ ჯერ შენს უნდა გაეცნო და წაიკითხო , რომ შემდეგ გაეცნო და შეაფასო სხვა ! მე ამჟამად ქართულსაც ვკითხულობ და უცხოურსაც . ჟანრს რაც შეეხება ვკითხულობ რომანს და დეტექტივს . ვერ ვიტან ფანტასტიკურ ლიტერატურას .

დატოვე კომენტარი